ირაკლი კობახიძემ მომავალი პრეზიდენტი დაახასიათა

მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება ინტელექტუალი და განათლებული. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

გადაცემის წამყვანის კითხვას, განიხილება თუ არა ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე პარტიაში წინასწარი კონსულტაციები მხოლოდ კანდიდატის კრიტერიუმებს შეეხებოდა და ნაადრევია საუბარი არათუ ერთ კონკრეტულ, არამედ რამდენიმე კანდიდატზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები