თეა წულუკიანი: ნარკოპოლიტიკის სისტემას გაადამიანურება და მეტი ჰუმანურობა სჭირდება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკის თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ სისტემას გაადამიანურება და მეტი ჰუმანურობა სჭირდება. თუმცა, როგორი კანონი იქნება მომავალში, მისი თქმით, ამის შესახებ შეჯერებული პოზიციები მალე გახდება ცნობილი.
„ის, რომ სისტემას გაადამიანურება, უფრო მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა მოხმარებას ეხება საქმე, არის ფაქტი და პრინციპულად ამას ყველა იზიარებს. თუმცა, როგორი უნდა იყოს კონკრეტიკაში სისტემა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რაც შეეხება გამსაღებლებს, აქაც არის შეჯერებული აზრი, რომ საჭიროა არამცთუ ის სიმკაცრე, რაც დღეს არის, არამედ კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე. დანარჩენი უკვე როგორი კანონი იქნება, მუხლები როგორ ჩამოყალიბდება და რომელ ნივთიერებასთან მიმართებაში როგორი მიდგომა იქნება, მარიხუანასთანაც, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებები გამოიტანა და ისინი გასათვალისწინებელია, კლუბურ ნარკოტიკთან, ჰეროინთან თუ სხვა ნივთიერებასთან მიმართებაში, ამაზე შეჯერებული პოზიციები მალე გახმოვანდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხები, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს, რომელშიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები