პროკურატურა გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის გარდა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებით თანხის გამოძალვასაც ედავება

გამოძიების მასალებით, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს, პროკურატურა კიდევ სხვა დანაშაულს ედავება.
როგორც დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, ლადო გრიგალაშვილი ერთი პირისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებით თანხის გამოძალვას ცდილობდა.
პროკურორის ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალები მოიპოვა და ამ მასალების გახმაურების მუქარითა და შანტაჟით, გარკვეულ თანხას ითხოვდა.
სახელმწიფო მბრალდებელმა საქმის ამ ეპიზოდის დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
„გამოძალვის ნაწილში ვგულისხმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გახმაურების მოტივით, ფულადი თანხის გამოძალვას”, – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.
ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარემ გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობა მოითხოვა.
“დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობები ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულებების დაუშველად ცნობის თაობაზე. ჩვენ გონივრული ვადა მოგვეცა იმისთვის, რომ დაცვის მხარეს ვუპასუხოთ ამ შუამდგომლობაზე”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები