შს მინისტრი ჟურნალისტებს დააჯილდოებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე – “არა ბიონარკოტიკს” 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია: “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება”.
გამარჯვებულების დაჯილდოება 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები