“მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე მომზადებული პროექტს აქვს უპირატესობები, თუმცა არის ხარვეზებიც”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე მომზადებულ პროექტზე საუბრისას, განაცხადა, რომ მას აქვს გარკვეული უპირატესობები, თუმცა მასში არის ხარვეზებიც.
“პროექტს აქვს გარკვეული უპირატესობები, თუმცა მასში არის ორი ხარვეზი. შემოდის დისციპლინური გადაცდომის ბრალეულობის საკითხი, ანუ უნდა გამოვიყენოთ დაახლოებით საგამოძიებო მექანიზმები, რომ დავადგინოთ, მოსამართლემ საქმე ძალით გააჭიანურა თუ გაუფრთხილებლობით. ამის საშუალება საბჭოს არ ექნება, ანუ კიდევ ნაკლებად დადგება მოსამართლეთა პასუხისმგებლობა. კიდევ ერთი პრობლემა არის თვითაცილების დასჯა – თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ აიცილოს საქმე, რადგან ის თავს კომფორტულად არ გრძნობს და თვლის, რომ მიკერძოებული იქნება, ის ამისთვის შეიძლება დაისაჯოს. ეს გამოყენებული იქნება, როგორც მოსამართლეებზე კონტროლის ბერკეტი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “რუმსში”, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით, შეკრებილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები