კახა კალაძე: რასაც “რუსთავი 2” აკეთებს, სამარცხვინოა
რასაც “რუსთავი 2” აკეთებს, სამარცხვინოა – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ქვეყანაში ისეთი პერიოდი დადგა, როცა თითოეული მოქალაქე, მედია და მათ შორის ტელეკომპანი „რუსთავი 2“ თავისუფალია.
“დღეს სხვა სიტუაციაა ქვეყანაში, განსხვავებული აზრისთვის არავინ იდევნება, თითოეული მოქალაქე თავისუფალია. თავისუფალია მედია და მათ შორის, ეს ტელევიზიაც. თუმცა, ზოგიერთი ამას ვერ აცნობიერებს, მათ შორის, “რუსთავი 2” და რასაც ის აკეთებს, სამარცხვინოა. გუშინ გაკეთებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან არ არის გამორიცხული, ეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყოს ჩადენილი. ვიცით, რომ მოსასმენი აპარატურის ნაწილი დაკარგულია და ,სავარაუდოდ, ამით ხდებოდა მოსმენები. არ არის გამორიცხული, რომ დღეს მეც მისმენდნენ. ამიტომ გამოძიება აუცილებლად დაადგენს ამ ფაქტს და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება”, – განაცხადა კახა კალაძემ.