აშშ-ის პრეზიდენტმა მეუღლე საავადმყოფოში მოინახულა

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის პირველი ლედი მოინახულა, რომელიც, გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, კვლავ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. ტრამპმა ტვიტერის გვერდზე უკვე დაწერა, რომ მისი მეუღლე მელანია, თავს კარგად გრძნობს.
„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მელანია კარგ განწყობაზეა. დიდი მადლობა ყველა კეთილისმსურველს,“-აღნიშნა ტრამპმა ტვიტერის გვერდზე.
მელანია ტრამპი, რომელმაც ემბოლიზაციის ოპერაცია გადაიტანა, სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. ცნობილია, რომ ხსენებული პროცედურა შიდა სისხლდენებისა და კიბოვანი წარმონაქმნების სამკურნალოდ გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები