რამზან კადიროვი აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას გამოეხმაურა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალაიმში გადატანის თაობაზე და თავისი პოზიცია დააფიქსირა ისრაელ-პალესტინის საზღვარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მანამდე კი, პალესტინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზას სექტორთან მდებარე ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, მოკლულია 58 პალესტინელი, ხოლო 3000-მდე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რამზან კადიროვმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, -„ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები და სისხლის მდინარეები ღაზას სექტორში! სწორედ ასე შევა 2018 წლის 14 მაისი მსოფლიო ისტორიაში“.
კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება, დონალდ ტრამპმა მისი თანამოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები