დაღუპულთა რაოდენობა ღაზას სექტორში 58-მდე გაიზარდა

არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია.
“დაღუპულია 58 დემონსტრანტი, კიდევ 2700-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ცრელმსადენი გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენების შედეგად, დაზიანებები მიიღო,”-აცხადებენ პალესტინის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისათვის, გუშინ, ღაზას სექტორთან გამართულ საპროტესტო აქციაში, 50 ათასამდე პალესტინელი იღებდა მონაწილეობას. პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციები ღაზას სექტორთან უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილე პალესტინელები, ისრაელისგან, წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები