საფრანგეთი აშშ-ის საელჩოს ისრაელში გადატანას აპროტესტებს

პარიზი, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის თაობაზე, არ ემხრობა. ფრანგული საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილებამ მთელი რიგი საერთაშორისო კანონების დარღვევა გამოიწვია.
„იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული, რასაც ღაზას სექტორში ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, საფრანგეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ არსებულ სიტუაციას. ვინაიდან, რამდენიმე კვირიანი მღელვარება ღაზას სექტორში კვლავ გრძელდება, ხოლო საზღვარზე მოკლული პალესტინელების რიცხვი ისევ მატულობს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, გამოიჩინოს გონივრულობა და თავშეკავება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თვალსაზრისით,“-განაცხადა მინისტრმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივა ლე დრიანი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ებრაელი სამხედროების მიერ, ძალის გამოყენება, პალესტინელი მომიტინგეების მიმართ, პროპორციულად უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები