გაერო, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, შეშფოთებას გამოთქვამს
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონ გუტიერესმა, ღაზას სექტორში 41 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა.
„განსაკუთრებით მაშფოთებს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, სადაც უამრავი ადამიანია გარდაცვლილი,“-აღნიშნა გუტიერესმა.
არსებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში, პალესტინის მხრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 41-ს გაუტოლდა. ებრაული საჯარისო ნაწილების მხრიდან, პალესტინის მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს სროლები. ებრაული მხარის განმარტებით, ცეცხლის გახსნის აუცილებლობა, საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან, აგრესულმა ქმედებებმა განაპირობა.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელი-პალესტინის საზვართან, 50 ათასამდე პალესტინელია შკრებილი, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრას ცდილობენ.
პალესტინის მხრიდან, ისრაელის საზღვრის ძალისმიერი მეთოდებით გადალახვის რისკის არსებობის გამო, ისრაელის თავდაცვის უწყებამ, ღაზას სექტორის მიმდებარედ, დამატებით ქვეითი ბრიგადების გადასროლა მოახდინა. მედიასაშუალებების ცნობით, ადგილზე სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული.