ისრაელი-პალესტინის საზღვარზე, ებრაელმა ჯარისკაცებმა, 16 პალესტინელი მოკლეს
ღაზას სექტროში მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, რომელიც სასაზღვრო პუნქტთან ახლოს იმართებოდა, ებრაელმა ჯარისკაცებმა 16 პალესტინელი მოკლეს.
საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ მიიღო ძალადობრივი სახე, რაც დღეს, იერუსალიმში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზეიმო გახსნის ცერემონიის შესახებ გახდა ცნობილი, რასაც თეთრი სახლიდან მოვლენილი 250 სტუმარი უნდა დაესწროს. ღონისძიება, ადგილობრივი დროით, 16:00 საათზეა დაგეგმილი.
აქციაზე მყოფი პალესტინელების განცხადებით, მათ ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა უნდოდათ, რათა მსოფლიოს სცოდნოდა, რომ პალესტინა მათი მიწების ისრაელის მიერ ოკუპაციას აღარ აიტანდა.
თითქმის ორთვიანი საპროტესტო აქციების შედეგად, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მიმდინარე აქციებისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა, ჯამში, 61 ადამიანი მოკლეს.