ისრაელი-პალესტინის საზღვარზე გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა (ვიდეო)

არსებული ინფორმაციით, დღეს, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მოკლულთა რაოდენობა რეკორდული აღმოჩნდა.
ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორთან მდებარე ისრაელი-პალესტინის საზღვარზე, სადაც პალესტინელებმა მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს, გარდაცვლილთა რაოდენობა პალესტინის მხრიდან უკვე 41-მდე გაიზარდა.
პალესტინური მხარის განცხადებით, დაჭრილია 900-მდე ადამიანი.
საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ მიიღო ძალადობრივი სახე, რაც დღეს, იერუსალიმში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზეიმო გახსნის ცერემონიის შესახებ გახდა ცნობილი, რასაც თეთრი სახლიდან მოვლენილი 250 სტუმარი უნდა დაესწროს. ღონისძიება ადგილობრივი დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.
თითქმის ორთვიანი საპროტესტო აქციების შედეგად, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მიმდინარე აქციებისას, რომელსაც „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს ორგანიზატორებმა, უკვე 97 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები