იზორია არ გამორიცხავს, რომ მოსმენები დაკარგული პორტატული აპარატით ახლაც ხორციელდება

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ ფარული მოსმენები დაკარგული პორტატული აპარატით ახლაც ხორციელდება. ამის შესახებ ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმდეის“ ეთერით განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფლობაც კი დანაშაულია.
„ფარული ჩანაწერების შენახვის ფაქტიც არის უკანონობა. ამაზე პროკურატურაც იტყვის თავის სათქმელს. ნიკა გვარამია მოწმის სახით დაბარებული პროკურატურაში და ალბათ ამაზეც იქნება ინფორმირებული. რაც შეეხება პორტატულ აპარატურას, არსებობდა საფუძვლიანი ოპერატიული ინფორმაცია, კონკრეტული ჩვენებები ყოფილი შსს-ს თანამშრომლებისგან, რომ ტექნიკა თავის დროზე შსს-მ შეიძინა. პორტატული ტექნიკა დღეს არსად არ აღირიცხება, არ არის ბალანსზე. შესაბამისად, დაკარგულია და არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ ტექნიკას ვიღაც იყენებს. ამ ტექნიკით შესაძლებელია გვისმენენ ჩვენ. სახელმწიფოს არ აქვს მონოპოლია კანონიერ მოსმენებზე. მოსმენები შესაძლებელია ყველა სუბიექტის მიერ განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ აქვს ეს პორტატული აპარატურა,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები