ერდოღანის აზრით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას საფრთხე ექმნება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაეფ ერდოღანი, ისრაელის მიერ სირიაში არსებული ირანის ბაზების დაბომბას გამოეხმაურა. სირიაში ირანულ ობიექტებზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშები და აშშ-ის მხრიდან სირიელი ქურთებისთვის გამოყოფილი დახმარება, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, საფრთხეს უქმნის, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეფ ერდოღანმა.
„რეგიონში ახალი ომის პროვოცირების მიზნით, ისრაელმა სირიაზე უკვე 50-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ასეთი ნაბიჯების პოზიტიურად შეფასება შეუძლებელია. რა საჭიროა ეს სარაკეტო დარტყმები? რა არის მათი მიზანი? ჩვენ ვერ ვადასტურებთ, რომ სირიის მხრიდან ისრაელის მისამართით დარტყმები განხორციელდა“, – განაცხადა ერდოღანმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს.
ერდოღანის თქმით, მან შექმნილ სიტუაციაზე ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან უკვე ისაუბრა.
ერდოღანის განცხადებით, აშშ-მა სირიაში იარაღით დატვირთული 5 000 ავტომობილი და 2 000 სატრანსპორტო თვითმფრინავი გააგზავნა. მისი აზრით, აშშ-ის ქმედებები თურქეთში იმედგაცრუებას იწვევს, ვინაიდან ეს ქმედებები რეგიონის მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები