“ტელეფონების მოსმენა ექსპრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის სამსახურსაც შეეძლო“

     ექსპერტი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ “რუსთავი 2”-ის ეთერში გასული ფარული ჩანაწერები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იყოს გაკეთებული. კახიშვილის თქმით, ტელეფონების მოსმენის საშუალება ექსპრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის სამსახურსაც შეეძლო.
“ამ მასალების საფუძველზე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უსმენდა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მოსმენას ექსპრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი დაცვის სამსახური ახდენდა. კონკრეტულად რაიმეს თქმა რთულია. ფაქტი ერთია – კანონი და რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რომ ასე წამდაუწუმ მოსმენები ვერ ხდებოდეს“,-განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები