Variety-ს რჩეულ პროდიუსერებთან ერთად ქართველი რეჟისორიც დააჯილდოვეს
Variety-ს რჩეული პროდიუსერები კანის კინოფესტივალის ფარგლებში დღეს Nespresso beach-ზე დააჯილდოვეს. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
Variety-ს სიაში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელ, სანდენსის, ბერლინალეს და სხვა მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პრიზიორი ფილმების პროდიუსერებს შორის მოხვდა ლაშა ხალვაში – ფილმებისთვის „საშიში დედა” და „ჰორიზონტი”.
ამას წინათ, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ.