ინდონეზიაში ოჯახის 4-მა წევრმა ტერორისტული აქტი პოლიციასთან მოაწყო
ინდონეზიაში, ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქალაქ სურაბაიაში მდებარე პოლიციის შენობასთან, თავი აიფეთქა.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტრული აქტი ერთი ოჯახის ოთხმა წევრმა ჩაიდინა. ცნობილია, რომ ისინი პოლიციის შენობას მოტოციკლებით მიუახლოვდნენ, შემდეგ კი ე.წ. შაჰიდის ქამრების დეტონაცია მოახდინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩადენის ადგილას, ტერორისტებმა თავიანთი 8 წლის გოგონაც მიიყვანეს, რომელიც აფეთქებას ცოცხალი გადაურჩა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 13 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგანაც სამი, პოლიციის თანამშრომელია.