ისრაელი მოუწოდებს პალესტინას, საზღვარს არ მიუახლოვდნენ
ისრაელის ავიაცია ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ფლაერებს ავრცელებს, სადაც პალესტინელებს, ახალი საპროტესტო აქციების მოწყობისგან, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ფლაერებში ისრაელის მხარე პალესტინელებს ურჩევს, არ მოუახლოვდნენ ისრაელი-პალესტინის საზღვარს, რათა შეტაკებების პრევენცია მოხდეს.
ისრაელის სამართალდამცველები შიშობენ, რომ მომდევნო საპროტესტო აქცია კიდევ უფრო ძალადობრივი იქნება, რა დროსაც, იძულებულები იქნებიან, საზღვრის დასაცავად, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართონ.
„თავი შეიკავეთ სასაზღვო პუნქტთან მოახლოებისგან. ნუ მოუახლოვდებით დამცავ ღობეს, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობრივი ქმედებები და სიტუაციის ესკალაცია,“- ნათქვამია ფლაერებში.
ცნობისათვის, პალესტინელები უკვე თვეზე მეტია, რაც ისრაელ-პალესტრინის საზღვარზე მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს აწყობენ, რასაც ორგანიზატორებმა „დაბრუნების დიდი მარში უწოდეს“. საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს, მომხდარი შეტაკებების შედეგად, ისრაელ-პალესტინის საზღვარზე, უკვე 44 ადამიანია გარდაცვლილი.