პროკურატურამ „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო

   პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ჩანაწერების მცირე ამონარიდები გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები