“რუსთავი 2”-მა დაანონსებული ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაანონსებული ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გაასაჯაროვა. როგორც გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ აღნიშნა, ჩანაწერები 2013 წელს არის გაკეთებული და ის “რუსთავი 2”-ს ანონიმმა წყარომ მიაწოდა.
ჩანაწერებში ერთმანეთთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, ასევე დავით უსუფაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გიგა ბოკერია საუბრობენ.
ასევე, ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა შალვა ოგბაიძისა და ბიზნესმენ ბესო გაბუნიას საუბრის ფრაგმენტი და ბიზნესმენების საუბრის ჩანაწერების ნაწილიც.
“ანონიმურმა წყარომ 2013 წელს გაკეთებული სატელეფონო ჩანაწერები მოგვაწოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და სხვა პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფიგურირებენ. ჩვენ მხოლოდ მტკიცებულებების სახით ამ საუბრების რამდენიმე მცირე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, რათა ნათელი გახდეს, რომ მოსმენების პრობლემა ახლაც მასშტაბურია”, – განაცხადა გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3uMv0Av60HY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები