პოლიციამ ლონდონის გეი კლუბებში ნარკორეიდი ჩაატარა
ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, ვოქსჰოლში მდებარე გეი კლუბებში ჩატარებული რეიდების შედეგად 3 ადამიანი დააკავეს. როგორც ირკვევა, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია,რომ აღნიშნულ კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა ხდებოდა. ამასთანავე ახლომდებარე სახლებში მოსახლეობა შეწუხებული იყო იმის გამო,რომ კლუბების გარეთ ანტისოციალურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. “ივნინს სტანდარტის” ინფორმაციით, პარასკევს, გამთენიისას, პოლიცია შეიჭრა “fire”-სა და “lightbox”-ში. დააკავეს 30 წლის ორი მამაკაცი, რომელთაც “ა კლასის” ნარკოდანაშაულში სდებენ ბრალს. მათგან ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელია. მესამე დაკავებულს მოპარული ნივთების მისაკუთრება ედება ბრალად. “ეს ოპერაცია დამყარებული იყო მიღებულ ინფორმაციაზე იმის თაობაზე,რომ ამ კლუბებში ხდებოდა საშიში სუბსტანციების გაყიდვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღამის ეკონომიკას დედაქალაქში, მაგრამ როდესაც ვეჭვობთ,რომ ხდება დანაშაული, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ,რათა დავიცვათ საზოგადოება. ამას გარდა,ამ შემთხვევაში, ანტისოციალური ქმედებას,რომელიც ამ კლუბებმა გამოიწვია, ჰქონდა მძიმე ეფექტი იმ ადამიანებზე,რომლებიც ახლომახლო ცხოვრობენ და მუშაობენ. ჩვენ ვიმუშავებთ ორივე კლუბის მენეჯმენტთან და ჩვენს პარტნიორებთან,რათა უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და გადავწყვეტთ ექნება თუ არა ამ ფაქტს გავლენა ლიცენზიის საკითხებზე“, – განაცხადა მთავარმა ინსპექტორმა ლენს ლამნიემ.