მიანმარში ამბოხებულებმა 19 ადამიანი მოკლეს

ამბოხებულებმა მიანმარ-ჩინეთის საზღვართან მომხდარი შეტაკების შედეგად, 19 ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილთა შორის ოთხი პოლიციის თანამშრომელია.
სიტუაცია ჩრდიელოეთ მიანმარის პროვინციაში 1თვეა, რაც უკიდურესად დაიძაბა. არეულობა რეგიონში კი ქვეყნის ლიდერის, აუნგ სან სუ კუის დაპირებას ქვეყანაში არეულობის მოსპობის თაობაზე საფრთხის ქვეშ აყენებს. ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ამბოხებულები კაზინოს დაესხნენ თავს, რომელიც არსებული ინფორმაციით, მაღალჩინოსნის საკუთრებას წარმოადგენდა. ამბოხებულებმა მიანმარის სამხედრო შენაერთსაც შეუტიეს, რომელიც სასაზღვრო ზონაში არის დისლოცირებული.
ქვეყანაში ხშირად ხდება მსგავსი სახის შეტაკებები მთავრობის სამხედრო შენაერთებსა და ეთნიკური უმცირესობების მიერ შექმნილ უკანონო ბანდფორმირებებს შორის, რომლებმაც მიანმარის მთავრობას ავტონომიის მიღების მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს. შეტაკების შედეგად გარდაცვლილთა შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი პოლიციის თანამშრომელია, 20-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები