ალიასკის სიახლოვეს ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა რუსული Ту-95 ტიპის ბომბდამშენები დააფიქსირეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობის განცხადებით, ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა ალიასკასთან ახლოს რუსული Ту-95 ტიპის ბომბდამშენები დააფიქსირეს. ამერიკული სამხედრო უწყების განცხადების თანახმად, „ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა, ალიასკის სანაპიროს სიახლოვეს, ორი Ту-95 ტიპის ბომბდამშენი დააფიქსირეს, რომლებიც რუსული სიმბოლიკით იყო მოხატული“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი რუსული წარმოების ბომბდამშენი, ე.წ. საიდენტიფიკაციო ზონაში აღმოაჩინეს, რის შემდეგაც, მათ ამერიკული ავიაგამანადგურებლებმა მანამდე სდიეს, სანამ ხსენებული ზონა არ დატოვეს. ამერიკული სამხედრო უწყება აღნიშნავს, რომ რუსულ ბომბდამშენებს ამერიკისა და კანადის საზღვრები არ დაურღვევიათ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყებაში კი აღნიშნავენ, რომ რუსეთის ავიაცია ნეიტრალურ ზონებში ფრენებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუდმივად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები