დავით ლორთქიფანიძე ყოფილ ხელისუფლებას სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ყოფილ ხელისუფლებას სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არარაციონალურად დაიხარჯა. როგორც ის აღნიშნავს, მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა სამუშაოზე მხოლოდ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. დეპუტატი აღნიშნული საქმის გამოძიებას მოითხოვს.
„მუზეუმის რეაბილიტაცია არ ითვალისწინებდა სახურავის მოხსნას, მაგრამ 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა ვანში მორიგი პიარ-აქცი ჰქონდა და დემონსტრაციულად მოახსნევინა ეს სახურავი და დაიწყო ამ შენობის ნგრევა. ზამთარში აღმოჩნდა თოვლისა და წვიმის ქვეშ და ხუთსართულიანი შენობა თითქმის დაინგრა“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.