ებრაელმა ჯარისკაცებმა ისრაელი-პალესტინის საზღვარზე კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს
ღაზას სექტორში მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი მომიტინგე მოკლეს, ხოლო საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე დაჭრეს. ეს უკვე 44-ე მოკლული პალესტინელია ღაზას სექტორის მიმდებარედ. პალესტინელი ებრაელმა ჯარისკაცებმა საზღვრის მიმდებარედ პარასკევს გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე პალესტინელები კიდევ უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციას 15 მაისს ჩაატარებენ.
ღაზას სექტორში მდებარე საზღვარზე უკვე თვეზე მეტია, რაც პალესტინელები ყოველ პარასკევს საპროტესტო აქციებს მართავენ, რომლებზეც ისრაელისგან, მათი აზრით, მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვენ. ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციას „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს. საგულისხმოა, რომ აქციების დაწყებიდან დღემდე, ებრაელმა ჯარისკაცებმა უკვე 44 პალესტინელი მოკლეს.