ნიკარაგუაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 3 ადამიანი მოკლეს
ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში შეტაკება მოხდა – ერთმანეთს ხელახლა აგორებული საპროტესტო ტალღის მონაწილეები და პოლიცია დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი.
საპროტესტო ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ ახალი რეფორმის გატარების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, საინვესტიციო ფონდებში გადასარიცხად, მოქალაქეებს ხელფასიდან გაცილებით მეტ თანხას ჩამოაჭრიდნენ.
შეტაკებების შედეგად, უკვე გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ქვეყნის პრეზიდენტმა უკან გამოიხმო რეფორმის განხორციელების ინიციატივა, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები, არეულობების შედეგად მოკლული მოქალაქეების საქმეების გამოსაძიებლად, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.