ლარი მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4505 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4495 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9129 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9098 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები