ფოთიდან იაშვილის კლინიკაში, მოწამვლის სიმპტომებით, უკვე მეორე ბავშვი გადმოიყვანეს

იაშვილის ბავშვთა რესპუბლუკრ საავადმყოფოში, ფოთიდან, 5 წლის გოგონას შემდეგ, იგივე სიმპტომებით, 9 წლის ბიჭიც მოათავსეს.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში 9 წლის მოზარდი რამდენიმე წუთის წინ მოათავსეს და მასაც იგივე სიმპტომები აღენიშნება, როგორიც 5 წლის გოგონას.
სავარაუდოდ, 9 წლის ბიჭმა, ტკბილეულთან ერთად, ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა.
ფოთიდან გადმოყვანილი ორივე მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს.
ცნობისათვის, 5 წლის გოგონა ფოთიდან, იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილი ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.
,,არ ვიცი ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამყიდველს. ბავშვს ნივთიერება არ გადაუყლაპია, პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ. ენა დანით ათლილივით აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მოზარდის მეზობელმა.
„ბევრილ ჯგუფში“ ამბობენ, რომ შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა.
„ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა, მაგრამ ბებიაც არ დააკვირდა, რას ყიდულობდა“, – აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).
უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკვე გამოიკითხა მაღაზიის გამყიდველი და ასევე, გამოიკითხება მოწამლული გოგონას ბებიაც, რომელიც ბავშვს თან ახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები