ნიკა ჩიტაძე: ნაკლებად სავარაუდოა, სომხეთის პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთიდან, დასავლეთის მიმართულებით მკვეთრად გადაიხაროს

ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში, სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, მათი პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთიდან დასავლეთის მიმართულებით გადაიხაროს. ხოლო რაც შეეხება საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა კვლავაც შენარჩუნებული იქნება.
“რაც შეეხება სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი ნიკოლ ფაშინიანი გახდა პრემიერ-მინისტრი, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი პოლიტიკური ვექტორი მკვეთრად გადაიხრება ჩრდილოეთიდან, დასავლეთის მიმართულებით. იმიტომ, რომ ის დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე, სომხეთისთვის რუსეთი წარმოადგენს მთიან ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნების მთავარ გარანტს, თუ სომხეთი რადიკალურად შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკის კურსს, არაა გამორიცხული, რუსეთმა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს არაფორმალურად და მწვანე შუქი აუნთოს მას, საომარი მოქმედებებისთვის.
ვფქრობ, რომ საქართველო-სომხეთს შორის შენარჩუნებული იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობა. სომხეთს ჩაკეტილი აქვს საზღვარი თურქეთიდან და აზერბაიჯანის მხრიდან, ამიტომ, თავის საგარეო სავაჭრო ოპერაციების 70%-ზე მეტს, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს. ამასთან, საქართველოსაც სჭირდება სომხეთი, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში ჩასართავად”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები