სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტთა შეხვედრა გაიმართება

სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური შემთხვევების რეცენზირების/ექსპერტიზის პროცესი განიხილება.
შეხვედრა ხუთშაბათს, 10 მაისს 16:00 საათზე შედგება.
როგორც ცნობილია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გამოცხადდა.
ამასთანავე, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 4 მაისის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესში გაერთიანების ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წლიდანაა გაფორმებული და, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივად არაერთი პროექტი განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები