შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ თუ რა ქმნის მაღალ ფასწარმოქმნას
“ჩვენი მიზანი არის, რომ შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორი მიდგომებით შესაძლებელია, რომ მოხდეს ფასების შემცირება.
„ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროცესში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, იქნება ეს დილერები, დისტრიბუტორები, მწარმოებლები თუ იმპორტიორები. შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ ოპტიმიზაცია პროცესების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ეს არის აღნიშნული კომისიის მიზანი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ბიზნესთან ერთად და ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ რა პროცესები არის ამისთვის საჭირო, როგორ შევძლოთ ოპტიმიზაცია, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და ეს აისახოს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.