სოფიო ქაცარავა ალექსანდრა ქოულს შეხვდა

„უსაფრთხოება, სტაბილურობა, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება და ეკონომიკური განვითარება არის ქვეყნის უმთავრესი ამოცანები”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილესთან  ალექსანდრა ქოულთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას განაცხადა.

სოფიო ქაცარავას თქმით, ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს აქვს ინსტიტუციური სახე, არის რეგულარული, მჭიდრო და შინაარსობრივად დატვირთული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა NATO-ს მოახლოებულ სამიტზე ისაუბრეს. „სამიტი საქათველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის უნდა იყოს, სადაც ჩვენი ქვეყნის მიღწევების სათანადო შეფასება და აღიარება მოხდება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ასევე, ყურადღება გამახვილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მაისში დაგეგმილ ვიზიტზე და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის პროცესს უფრო მჭიდროს და მრავალფეროვანს გახდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები