გახდება თუ არა “ქართული ოცნების” კანდიდატი – სოზარ სუბარის კომენტარი

არ იქნება არცერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

სუბარის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებულ კონსულტაციებში თავად ჩართული არ არის.

„მსჯელობა, რა თქმა უნდა, დაწყებულია. კონსულტაციებში, მე პირადად, არ ვარ ჩართული. არ იქნება არცერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება, კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მისი გავლენა ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” კანდიდატად უმრავლესობამ სოზარ სუბარი დაასახელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები