გიორგი კალატოზიშვილი: ახალგაზრდების სიკვდილი სავარაუდოდ ფენტანილმა გამოიწვია

ახალგაზრდების სიკვდილი, სავარაუდოდ, ფენტანილმა გამოიწვია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი გიორგი კალატოზიშვილი წერს.

“ახალგაზრდების სიკვდილი სავარაუდოდ ფენტანილმა გამოიწვია, დღეს დათო ოთიაშვილი და ზურა სიხარულუძე, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექიმი-ნარკოლოგი ამბობს იგივეს და აცხადებს, რომ სიმპტომები ამაზე მიუთითებს და ბადებს იმის ეჭვს, რომ ქვეყანაში შემოსულია “თეთრი ჩინელი” – ფენტანილი, ბიო-ჰეროინი, რომელმაც ამ წლებში მარტო ამერიკაში უკვე 100 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ყველანი ვითხოვთ ნალოქსონის რეცეპტებით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოღებას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გადარჩენის შანსი ოპიოიდების ზედოზირების შენთხვევაში. და რას გვპასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო? გვპასუხობს იმას, რომ მომავალი კვირიდან განიხილავენ ამ საკითხს სავარაუდოდ… ნალოქსონის სიიდან ამოღება დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან… უნდა შეიკრიბონ ნარკოლოგები, ტოქსიკოლოგები, შსს-ს და ჯანდაცვის წარმომადგენლები და ა.შ. და ა.შ. და იმსჯელებენ ამ საკითხზე… ვგიჟდები ამ ქვეყანაზე. ერთ დღეში 3 ადამიანი დაიღუპა, მანამდე კიდევ 3, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო “მსჯელობას დაიწყებს” მომავალ კვირას. ღმერთმა არ ქნას, ამ ერთ კვირაში კიდევ გავიგოთ, რომ ვიღაცამ ვეღარ გაიღვიძა! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო სტრუქტურებს იმ უგუნურ პოლიტიკისთვის, რომელიც უკვე ყოველდღიურად კლავს!”- წერს კალატოზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები