„გვარამიას ბოდიში არ შველის, როცა ადამიანების სიცოცხლე ეწირება რაღაც რეჟიმს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პოზიცია “ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, ტელეკომპანია არც თავად და არც საზოგადოების დიდი ნაწილი „რუსთავი 2“-ს დამოუკიდებელ ტელევიზიად არ აღიქვამს და ეს ტელეკომპანიის დამფუძნებლების ბრალია.
„ჩემი უფლებაა, მჯეროდეს, ან არ მჯეროდეს. პირდაპირი დადანაშაულება დღევანდელი ხელისუფლების არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. თუ თქვენ გაქვთ გამოძიების ინტერესი, დღეს ვთქვი, რომ აუცილებელი იქნებოდა ბოლომდე თანამშრომლობა გამოძიებასთან. ექიმის მოშველიება, რომ ჟურნალისტური ინტერესებია და ვიღაცას არ გათქვამენ, აბსოლუტურად უადგილოა. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც იმ პერიოდში იყო. ბოდიში არ შველის, როცა ადამიანების სიცოცხლე ეწირება რაღაც რეჟიმს,
სამწუხაროდ, გვარამია არის იმ გუნდის წევრი და მათთან ერთად ქმნის პოლიტიკას, ეს ტელევიზია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას ირიბად ქმნის, ნამდვილად ვერ აღვიქვამ “რუსთავი 2”-ს დამოუკიდებელ ტელევიზიად, ეს არ არის თქვენი ბრალი, ეს თქვენი დამფუძნებლების ბრალია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.