“ეს შენ გეხება”-ს წარმომადგენლებისთვის, როგორც ისინი ამბობენ, ძირგამომთხრელები არ მიწოდებია, “
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გავაკრიტიკე “ეს შენ გეხება”-ში ჩართული არასამთავრობოები, ისაა, რომ ჩვენ ისედაც ვაპირებდით კანონის მიღებას და არ იყო საჭირო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას ტოქშოუ “რეაქციაში” განაცხადა, სადაც “ეს შენ გეხება”-ს წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული კრიტიკის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.
“მართლაც, ვაღიარებ, რომ შეიძლება ძალიან მძიმე სიტყვები ვიხმარე, მაგრამ მე ეს კარგად განვმარტე. მე მათ არ ვუწოდე, როგორც ისინი ამბობენ, ძირგამომთხრელები. მე ვთქვი, რომ მსგავსი კამპანია უბრალოდ იმიჯს ულახავს ქვეყანას და აზიანებს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება და სურვილი, ისეთი სისტემა შექმნას, რომლის პირობებშიც უკანონო მოსმენებს ვერავინ შეძლებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.