ქვარაიას თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალ მოდელზე გადასვლა საჭირო ინიციატივაა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალ მოდელზე გადასვლა საჭირო ინიციატივაა.
ამის შესახებ ქვარაიამ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთბეული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხხედვით “ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის”.
“საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალ მოდელზე გადასვლა საჭირო ინიციატივაა. დღევანდელობის გათვალისწინებით აუცილებელია ეს სამსახური აღიჭურვოს ყველა ბერკეტით – დაწყებული ოპტიმალური მართვის სისტემითა და დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინვენტარით თუ ინფრასტრუქტურით, რაც საჭიროა სამსახურის მაღალი ეფექტურობისა და ოპერატიულობისთვის. საინტერესო იქნება რეფორმის ის ნაწილიც, რომლის მიხედვით ადგილობრივ წვევამდელებს მიეცემათ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესაძლებლობა ამ სტრუქტურაში”,- აღნიშნა ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები