ხაშურში მამაკაცმა, მეუღლის ყოფილი მაზლი მოკლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აწ უკვე გარდაცვლილი მამაკაცი, თანმხლებ პირებთან ერთად, ყოფილი რძლის ოჯახში მივიდა, სადაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაჭრილია სავარაუდო დამნაშავე, ქალბატონის ახლანდელი ქმარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები