არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის ანგარიშში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული

ჩვენ გვქონდა მეტი მოლოდინი, რომ ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულად ისაუბრებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ანგარიშში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული. „მის ანგარიშში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული. ვერ მოვისმინე ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას საქართველოში და საერთაშორისო მისიებში. ვერ მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი აშშ-თან და ევროკავშირთან საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას და პერსპექტივებს ევროკავშირში ინტეგრაციის. ასევე მას არ უსაუბრია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო საქართველოსთვის, რასაც დიდი შიდა და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ასევე, რატომღაც არ გაკეთდა სიღრმისეული შეფასებები მის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით და მან პრაქტიკულად არაფერი თქვა, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. ჩვენ შევეცდებით, პოლიტიკური დებატების დროს, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარსდგა. მისი სიტყვით გამოსვლა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები