მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან
“რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი არ არიან დამოუკიდებელნი საკუთარ გადაწყვეტილებაში, რადგან პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან, იქნება ეს „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“ თუ ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო არ წავიდეს პროგრესის და განვითარების გზაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“თუკი რაღაცა მომენტში ამ ვითომ „პრინციპულ“ გადაწყვეტილებას შეიცვლიან და მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ესეც იქნება პირდაპირ დასტური იმის, რომ მათზე დავალების მიმცემმა ძალებმა შეიცვალეს მიდგომები და დაავალეს საკუთარ აგენტურას საქართველოში, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.