კახა კალაძე – პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“: ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა
“მთელი რიგი მიმართულებების შესწავლა მოგვიწია, რომ გაგვეგო, რეალურად რაშია პრობლემა და რა სფეროები და მიმართულებებია, სადაც ბიზნეს სექტორი საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს”, – ამის შესახებ, გადაცემაში „იმედის კვირა“, დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ საუბრისას განაცხადა.
„ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.