“გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ, ჯამურად კი მეჩვიდმეტედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი გახდა” – მიხეილ ყაველაშვილი
“გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ, ჯამურად კი მეჩვიდმეტედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი გახდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჩვენმა ბიჭებმა ღირსეული ანგარიშით – 46:28 დაამარცხეს!”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მოხარული ვარ, რომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საშუალება მომეცა, დავსწრებოდი ამ შესანიშნავ მატჩს და მეგულშემატკივრა ბორჯღალოსნებისთვის.
ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ ასახელეს ქვეყანა და გაახარეს ქართველი გულშემატკივარი!
მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ – განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის”, – წერს ყაველაშვილი.