დავით ქართველიშვილი: ჩვენი მრავალნატანჯი “ოპოზიციის” ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება “რუსული ოცნება” საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის “მოთხოვნებს”
„ჩვენი მრავალნატანჯი “ოპოზიციის” ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება “რუსული ოცნება” საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის “მოთხოვნებს”: დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი “პოლიტპატიმარი” და არაა გამოცხადებული “ვადამდელი არჩევნების” ჩატარების თარიღი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, აღარც აშშ-ის საელჩო ავრცელებს თავის “მოკლემეტრაჟიან” ქარდებს, ტექსტებით: “რა ვერ გაიგეთ?” ან “დიდხანს გელოდოთ?” და ა.შ., რაც ოპოზიციისთვის კარგის მაჩვენებელი არაა.
„ჩვენი საპირისპირო ვერსია, რომ მაკა ბოჭორიშვილთან ქალბატონი ელჩი უკვე “გაროზგილი” მივიდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ – “მშვიდობის” დამყარების გზაზე “სამართლის” მაძიებელ ბანაკში აღარც განიხილება. არც საელჩოდან გვაწევენ თავის “მოკლემეტრაჟიან” ქარდებს, ტექსტებით: “რა ვერ გაიგეთ?” ან “დიდხანს გელოდოთ?” და ა.შ.
როდესაც ვეცნობით ნაც-სექტის პოლიტიკური “სურდო-თარგმანის” სპეციალისტებს, მათი “ნათელმხილველების” ფსიქიატრიულ დასკვნებს და “სხეულის ენის” პირიქითა წამკითხველებს, დროთა განმავლობაში იმის ახსნაც მიაყოლონ ხოლმე, რატომ არ შედგა, არ განხორციელდა, რამ შეუშალა ხელი… საზოგადოება “ნერვიულობს”, – წერს დავით ქართველიშვილი.