გიორგი გახარია პრეზიდენტის გამოსვლაზე: ცოტა იმედგაცრუებული ვარ

ცოტა იმედგაცრუებული ვარ, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან უფრო შინაარსობრივ საუბარს ელოდა არსებულ პრობლემებზე.
“გულწრფელად, სამწუხაროდ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ, ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით სამწუხაროა ეს ჩემთვის, ეს ბოლო გამოსვლა იყო. მეტს ველოდი შინაარსობრივ თემებზე საუბარს, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიქტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები