გიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
პრემიერის თქმით, ის ამ გამოსვლიდან გაცილებით მეტს ელოდა. „მოლოდინი მქონდა, რომ ამ რანგში პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, უფრო მეტი ანალიზით, უფრო კონცეტრირებული, მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემების და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ ვუარყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართებაში. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობაზე და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როცა თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ა.შ. ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და უფრო მეტი უნდა ესაუბრა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებელის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლიდან გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები