რუსთაველის თეატრი ცხინვალის თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლ „ალი და ნინოს“ პრემიერას მასპინძლობს

1 და 2 მაისს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. 19:00 საათზე, ცხინვალის თეატრი სპექტაკლ „ალი და ნინოს“ დადგამს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოში პირველად დაიდგა სცენაზე ყურბან საიდის ნაწარმოები. რეჟისორი – გოჩა კაპანაძე.
ინსცენირების ავტორი: მანანა გეგეჭკორი და გოჩა კაპანაძე.
მხატვარი – ლომგულ მურუსიძე;
კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან ციციშვილი;
კომპოზიტორი – სანდრო თედიაშვილი;
ქორეოგრაფი – ნინო მახათელი;
რეჟისორის თანაშემწე – ლელა როსტომაშვილი;
მონაწილეობენ: რევაზ გიორგობიანი, გიორგი ელიჯარაშვილი, ნინი ვადაჭკორია, თინათინ კობალაძე, გოგიტა კოხრეიძე, ნუცა მესტუმრიშვილი, ცოტნე მეტონიძე, გიორგი რევაზიშვილი, ლევან საბაშვილი, ანა საბო, ვაჟა ციცილოშვილი, რამაზ ხომასურიძე, ცოტნე ხუბუტია, ანა ხურციძე.
სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები