„ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარიაო“

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში დასაქმების კუთხით ძალიან ცუდი ვითარებაა. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარიაო – გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა და დღეს, ჩვენ დასაქმების თვალსაზრისით, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან, სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად, არ დაკარგონ სამსახური“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები