ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს (ვიდეო)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე აღნიშნეს. პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების დღე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ, 31-ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ადუაშვილმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ენთენოლ ნილმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედროებმა სპორტულ ღონისძიებებში შეჯიბრი გამართეს. ტურნირი M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში, ბაგირის გადაწევაში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში გაიმართა. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები სამადლობელო სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 31-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართული ქვედანაყოფის მთავარ ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები