ირინე იმერლიშვილი: 26 მაისს სამხედრო ელემენტები, ალბათ, იქნება

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, 26 მაისს სამხედრო ელემენტები, სავარაუდოდ, იქნება. რა დოზით და რა ტიპის, ამაზე კომისია იმსჯელებს. მისი თქმით, ეს არის ხალხის ზეიმი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს.
“პრემიერის განკარგულებით კომისია შეიქმნა, სადაც პრეზიდენტის მხრიდან შესულია მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე. მე, ჯერჯერობით, დეტალები არ ვიცი. სამხედრო ელემენტები, ალბათ, იქნება, რა დოზით და რა ტიპის, ამაზე კომისია იმსჯელებს. თუმცაღა, ეს არის ჩვენი ზეიმი და აუცილებლად ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ ეს დღე”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები